08:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 19:43:25, 1445 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი სხდომათა დარბაზიდან გადის

„მე მინდა ვუთხრა პრეზიდენტს, როგორც ადამიანმა და როგორც მთიელმა, არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი სხდომათა დარბაზიდან გადის, ეს დარბაზი ახლადარჩეული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა“, - ასე მიმართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პოზიციაზე მყოფ თანამდებობის პირებს, პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ აქვთ.

„სტრატეგული მოთმინების პოლიტიკა მოგვწონს და ამ დროს რამდენიმე საათი მოთმინება გვიჭირს, რა უფლება მაქვს თქვენ პირად ემოციებს შევეხო, მაგრამ სახელმწიფო პოზიციაზე თანამდებობის პირებს, პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ გვაქვს. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მის სამართლიანად დადგენილ წესებს, ყველა უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა

„მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავჯდომარეს შეუპოვრობისთვისა და პოზიციის მყარი გატარებისთვის“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics