21:58 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 13:35:09, 1440 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა

როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

„შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებას - შევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმართველი ქალაქები.

პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში - გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა გადავდეთ 2024 წლისთვის.

პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში შეიძლება იმ მომენტში რომელიმე პოლიტიკოსს ასუსტებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს.

ამ თვალსაზრისით, როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა. პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება, როგორც მთავარი მოთამაშეებისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.

ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics