17:31 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 11:08:11, 1531 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის პროგრამის განხილვას დაესწრო

სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტი“-ში  პროექტის - „კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამის“  შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, როლანდ შტოირერმა   სიტყვით მიმართეს. 

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროექტს „კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნასა და მოსამზადებელ  პროგრამას“  ახორციელებს, რომელიც  მოიცავს საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნასა  და კლიმატის მწვანე ფონდისთვის ეროვნული პროგრამის შემუშავებას. ეროვნული პროგრამა წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს და ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას კლიმატის მწვანე ფონდთან. ასევე, პროექტის ფარგლებში  განისაზღვრება პრიორიტეტები, რაც  ფონდიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას გულისხმობს.

კლიმატის მწვანე ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შეიქმნა როგორც მისი მთავარი ფინანსური მექანიზმი. ფონდი მობილიზებას უწევს 100 მილიარდ აშშ დოლარს, რომლითაც მოხდება განვითარებადი ქვეყნების დაბალემისიანი და მდგრადი განვითარების პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება.

შეხვედრას კერძო და საჯარო სექტორის,  საერთაშორისო და  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics