10:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 12:13:52, 2505 ნახვა

მსოფლიო
ერევანში მომიტინგეები მორიგ აქციას მართავენ

ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მომიტინგეები მორიგ აქციას მართავენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. გარდა ამისა, მოედანზე ეკრანებია დამონტაჟებული, სადაც პარლამენტის საგანგებო სხდომის ტრანსლაცია იგეგმება. აღნიშნულ სხდომაზე სომხეთის პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს.

მედიის ცნობით, ერევნის ცენტრალურ ქუჩებში ავტოკოლონები მოძრაობენ, რომლებსაც სომხეთის დროშა აქვთ აღმართული.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი ტანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა. მის გადადგომას წინ უძღვებოდა რამდენიმედღიანი ანტისამთავრობო აქციები.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აქციების მთავარი ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics