|
2018-05-01 11:36:58, 1678 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 3 პირია დაკავებული
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ცნობისთვის, „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადება გააპროტესტეს. როგორც მათ აღნიშნეს, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სოფო კილაძე სისტემატიურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და მისი გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნულის შემდეგ, აქციაზე მოქალაქეთა ჯგუფი მივიდა, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები. მათ აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ 3 პირი, მათ შორის ფალავანდიშვილი დააკავა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)