16:36 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 14:11:09, 1415 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. სანზონაში, ქვიშხეთის ქ. „ა“ კორპუსთან ფიტნეს ზონა, გუდამაყრის ქუჩაზე კი ახალი კალათბურთის მოედანი მოეწყო, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერწოს ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის კომბინირებულ სტადიონს.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„სპორტული სივრცეების მოწყობა-განახლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზაციას და მსგავსი პროექტები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება,” - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. 

სანზონის გარდა, სავარჯიშო მოედანი ზღვის უბნის III მიკრორაიონის პირველ კვატრტალშიც მოეწყო. თითოეულ ფიტნეს ზონაში 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. 

აღნიშნულ მისამართებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 113 547 ლარი გამოიყო. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics