|
2018-04-30 13:38:51, 1454 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ჯარისკაცებს: თქვენ დიდ როლს ასრულებთ ქვეყნის დემოკრატიულ და თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში
„ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია. თქვენ წარმოადგენთ ქვეყნისა და საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელსაც იმედით შეჰყურებს და განსაკუთრებულ პატივს სცემს ჩვენი ხალხი და მთავრობა",- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამხედრო მოსამსახურეებს და საკანონმდებლო ორგანოს სახელით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ მისიაზე და როლზე გაამახვილა და ყველა ჯარისკაცს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის განსაკუთრებული პატივია სამხედრო სამსახური თავისუფალი საქართველოს ჯარში. საქართველოს პარლამენტის სახელით დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის მსოფლიოში. საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშობლოს ემსახურებიან არა მარტო ჩვენი საზღვრებისა და მოსახლეობის დაცვით, არამედ შორეულ ქვეყნებში საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომითაც. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებაში. „საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, არსებობის არც თუ ისე დიდი ხნის მიუხედავად, არაერთხელ დაუდასტურეს სამშობლოს თავიანთი თავდადება. დღეს თქვენ არა მარტო ღირსეულად იცავთ სამშობლოს თავისუფლებას, არამედ დიდ როლს ასრულებთ საქართველოს დემოკრატიულ და თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებაში. შეიარაღებული ძალები ჩვენი ხალხის სურვილებისა და მისწრაფებების უპირველესი შემსრულებელია",-განცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, თითოეული ქვედანაყოფი დამსახურებულად სარგებლობს სიყვარულითა და ავტორიტეტით არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებშიც. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისათვის დაღუპული გმირები გაიხსენა. ირაკლი კობახიძემ მადლობის სიტყვებით მიმართა ვეტერან მებრძოლებს. „დღევანდელი დღის აღნიშვნისას, ყველაზე დიდი პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისათვის დაღუპულ ჩვენს გმირებს. მათი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას, სანამ საქართველოში პატივს მიაგებენ ვაჟკაცობასა და სამშობლოს ერთგულებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ვეტერან მებრძოლებს, რომლებმაც თავიანთი ახალგაზრდობა, ენერგია და ხშირად, ჯანმრთელობაც შეალიეს საქართველოს თავისუფლებასა და დიდებას. სამშობლოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის წმინდა ვალია. თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში, ვისაც წილად გხვდათ ამ წმინდა მისიის შესრულება სამშობლოს წინაშე",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ვაზიანში, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)