11:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 14:15:38, 471 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: რიგის სამიტზე მაქსიმუმი მივიღეთ

„რიგის სამიტზე  საქართველომ მიიღო მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო“,-ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური  გადაწყვეტილება მიღებულია და  ტექნიკური პროცესების დასრულებაა საჭირო.

„ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ, როცა ხელისუფლებაში მოვედით. ყველა აღნიშნავს, რომ მართლაც ძალიან დიდი ნახტომები გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი რეფორმები და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ასე რომ, ჩვენ უკვე მაქსიმუმი შევძელით, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცესების დასრულება. რაც მთავარია, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახლა საჭიროა დალოდება, რომ საბოლოოდ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა  განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი წინა  ხელისუფლებას უნდა დაეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics