20:51 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:51:52, 1963 ნახვა

პოლიტიკა
მიტჩელი: ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან

როგორც გასული წლის ივლისში საქართველოში ვიზიტისას ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, მხარში გიდგავართ, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს კარი ღია რჩება ევროპის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს და წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში.

„ჩვენ ურყევად ვიცავთ ამ პრინციპს. საქართველო არის ჩვენი ძლიერი პარტნიორი, რადგანაც ის მხარში გვიდგას მთელ მსოფლიოში საერთო საფრთხეებთან ბრძოლაში. თქვენი შვილები სისხლს ღვრიან ჩვენს შვილებთან ერთად ისეთ ადგილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი. გარდა ამისა, თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორი იდეების სფეროშიც, რადგანაც ჩვენ გვაკავშირებს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საერთო რწმენა. საქართველო არის თავისუფლების ძლიერი სიმბოლო. არავის, თავად საქართველოს გარდა, შეუძლია საქართველოს მომავლის არჩევა. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს წევრობაზე ნატოში. დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა შედის თქვენს ინტერესებში, ევროპის ინტერსებში და ამერიკის ინტერესებში. წელს აღინიშნება ნატოს ბუქარესტის დეკლარაციის მე-10 წლისთავი იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსი მტკიცედ იცავს ამ დეკლარაციას, რასაც ადასტურებს კიდეც 2008 წლიდან მოყოლებული ყოველ სამიტზე მიღებულ კომუნიკეში. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის დეკლარაციას და მოუწოდებს მოკავშირეებს, შეასრულონ ხსენებულ პერიოდში აღებული ვალდებულებები", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics