|
2018-04-30 12:42:46, 917 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების დღე მშვიდობისმყოფელების მილოცვით დაიწყო
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ კობა ცირეკიძესთან ერთად ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე მიულოცეს და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებისთვის, ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმსა და გამბედაობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ მათი შემწეობით საქართველო სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორი გახდა. მართვის ცენტრიდან ჩართვა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციასა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში განხორციელდა. ამჟამად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ჩართული. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო მისიას III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ასრულებს, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ კი - IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალები ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიშია წარმოდგენილი. ამჟამად, ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიას EUTM RCA ეროვნული გვარდიის ქვეითი ოცეული ასრულებს, მალიში კი საქართველო ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.
(NS)
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)