|
2018-04-30 12:39:03, 1474 ნახვა
საზოგადოება
NDI - პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად 26% აფასებს, პრემიერის საქმიანობას კი, 25%
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრ გიორიგ კვირიკაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებენ. უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის საქმიანობას 3% ძალიან კარგად აფასებს, 23% - კარგად, 51% - საშუალოდ, 15% - ცუდად, 3% - ძალიან ცუდად, 6%-მა არ იცის. პრემიერ-მინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად ასევე 3% აფასებს, კარგად - 22%, საშუალოდ - 52%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 3%, 6%-მა კი, არ იცის. საპარლამენტო უცმირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 3% აფასებს, კარგად - 22%, საშუალოდ - 43%, ცუდად - 14%, ძალიან ცუდად - 3%, 14%-მა არ იცის. სიაში ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არიან. ირაკლი კობახიძის საქმიანობას 2% ძალიან კარგად აფასებს, 17% - კარგად, 43% - საშუალოდ, 17% -ცუდად, 5% - ძალიან ცუდად, ხოლო 16%-მა არ იცის. არჩილ თალაკვაძის საქმიანობას 1% - ძალია კარგად აფასებს, 12% - კარგად, 34% - საშუალოდ, 12% - ცუდად, 3% - ძალიან ცუდად, 38%-მა არ იცის. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)