15:27 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 11:56:21, 1407 ნახვა

საზოგადოება
NDI - ევროკავშირში გაწევრიანებას 75%, ნატოში წევრობას კი, 65% უჭერს მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხული მოსახლეობის 65% მხარს უჭერს.

ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს 20%, ხოლო 15%-მა არ იცის უნდა თუ არა, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს.

ამასთან, NDI-ის მონაცემებით, ნატოში გაწევრიანებას ყველა მეტი მხარდაჭერა დედაქალაქში აქვს - 74%. კითხვაზე - რას მოუტანს ქვეყანას ნატოში გაწევრიანება  - გამოკითხულთა 60%-მა თქვა, რომ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ წინსვლას და ტერიტორიულ მთლიანობას.

"გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას, მიზეზად რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას და აგრესიას ასახელებენ", - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, მას გამოკითხულთა 75% უჭერს მხარს.

კითხვაზე მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 75%-მა განაცხადა, რომ მისაღებია, 15%-სთვის მიუღებელია, ხოლო 9 %-მა არ იცის.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 30 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში სულ 2 194 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics