|
2018-04-30 11:32:40, 1440 ნახვა
საზოგადოება
მემანქანეებიის პროტესტი - 3 მაისს თბილისის მეტრომ შესაძლოა, მუშაობა შეწყვიტოს
ხუთშაბათს, 3 მაისს, თბილისის მეტრო მუშაობას შეწყვეტს, - ამის შესახებ თბილისის მეტროპოლიტენების მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრებმა, რუსთაველის მეტროსთან გამაფრთხილებელი აქციის დროს განაცხადეს. მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასის 45%-ით გაზრდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდის მოთხოვნა გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით. „სატრანპორტო კომპანიის და მერიის პოზიცია შემდეგია, რომ ხელფასების მატება ჯერჯერობით ვერ განხორციელდება. სწორედ ამიტომ „ერთობა 2013“ აანონსებდა, თუ ხელფასების გაზრდა მშვიდობიანი გზით არ მოხერხდებოდა, გაფიცვის დაწყებას. დღეს ვართ შეკრებილები იმ მიზნით, რომ ბრიფინგის საშუალებით მოხდეს ამის გაცხადება, როგორც კომპანიისთვის და ასევე საზოგადოებისთვის, რომ 3 დღით ადრე ვაანონსებთ იმ დღეს როდესაც მეტრო შეწყვეტს ფუნქციონირებას. მთლიანად იქნება პარალიზირებული მეტრო 3 მაისიდან. მოთხოვნა არის ხელფასების გააზრდა. გვინდა რომ მემნაქანეების ხელფასი საათობრივად 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა „ერთობა 2013“-ის წარმომადგენელმა არჩილ ლაბაძემ. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ გასულ კვირას, ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისი მერიაში, მედიაციის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს დღეისთვის მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის ფინანსური რესურსი არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)