|
2018-04-29 10:20:40, 1737 ნახვა
საზოგადოება
უმცროსკლასელებმა ავღანეთიდან საპასუხო წერილები მიიღეს
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ პროგრამის - „წერილები ჯარისკაცებს“ მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიება ნატოს დღეებს მიეძღვნა. აკადემიაში თბილისის, კახეთის რეგიონისა და ქალაქ გორის სკოლების 100 მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებსაც ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისგან საპასუხო წერილები გადაეცათ. ბავშვებს სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა ზაალ ზაალიშვილმა, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ უმასპინძლეს. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მნიშვნელობასა და საქმიანობას; ასევე, უჩვენეს ფილმი - „ქართველები მსოფლიო მშვიდობისთვის“. შეხვედრის დასასრულს კი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაიმართა მხიარული შეჯიბრი და ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. მოსწავლეებმა დააგემოვნეს „ჯარისკაცის ულუფაც“. პროგრამა „წერილები ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად ხორციელდება. პროგრამის აქტივობების შესაბამისად, მოსწავლეები საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს წერილებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. სკოლების ინფორმირებას პროგრამის შესახებ, მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" უზრუნველყოფს, წერილებს კი თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში აგზავნის, საიდანაც სამხედროების მოწერილი საპასუხო ბარათებიც ჩამოაქვს. უმცროსკლასელებისთვის საპასუხო წერილების მიღება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა. პროგრამის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)