15:30 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 18:44:56, 1791 ნახვა

საზოგადოება
ცესკო - ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 17:00 საათის მონაცემებით, 3 საჩივარი დაიწერა

17:00 საათის მონაცემებით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში სამი საჩივარია დაწერილი.

ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

„ვანში, №13-ე საარჩევნო უბანზე და ხონში, №11-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი. საჩივრები კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება“, - აღნიშნა მიქელაძემ და ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

“შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით 2 საათია დარჩენილი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მიქელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics