15:28 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 11:16:02, 1754 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ბზის ნერგები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ეწვია.

იგი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და კავშირი-ასოციაცია „აგორას“ კოლხური ბზის გადარჩენის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-15 საჯარო სკოლ სკოლის მოსწავლეებს ბზის ნერგები გადაეცათ. ის მოსწავლეები რომლებიც ყველა საჭირო პირობების დაცვით მოუვლიან ნერგებს და მათ გახარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კავშირი-ასოციაცია „აგორასგან“ სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics