2018-04-28 09:03:41, 1745 ნახვა
პოლიტიკა
ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის
ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ:
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგი უგულავა;
"საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი;
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე;
"ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი;
"ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით. 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
ავტორი: ,