|
2018-04-27 19:08:35, 2273 ნახვა
ეკონომიკა
სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკებს წიაღის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან
სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში გაივლიან. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება. აღნიშნულს ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც საქართველოს წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. მემორანდუმი, საველე პრაქტიკის გარდა, ასევე ითვალისწინებს სტაჟირების პროგრამის განხორციელების საკითხსაც. მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები ერთ-ერთი ცენტრალური იყო წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მაია ზავრაშვილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრაზე, რომლის დროსაც ასევე გამახვილდა ყურადღება წიაღის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის წესის, მიმდინარე რეფორმებისა და ზოგადად, წიაღის სფეროში დღეს არსებული გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიტოვებული საბადოების ინვენტარიზაცია, წიაღის შესწავლისას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და გეოლოგიური მონაცემთა ბაზების სისტემატიზაციის აუცილებლობაა. დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავს შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცემა. გარდა ამისა, წიაღის ეროვნული სააგენტო საველე პრაქტიკებისა და სტაჟირების პროგრამის მეშვეობით, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ახალი თაობის პროფესიულ განვითარებას, არამედ წარმატებულ სტუდენტებს სააგენტოში დასაქმების შესაძლებლობაც მიეცემათ.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)