09:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 17:02:50, 1997 ნახვა

სამართალი
„პიქსელის“ შენობასთან, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ,,პიქსელის’’ შენობის წინ, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული:

„წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განზრახ  მკვლელობის მცდელობა.

საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დილის საათებში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა შ.ტ.-მ, „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს თ. ტ.-ს, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში. ქალს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი, თუმცა მიუთითა რომ ქმედების ჩადენისას იყო აფექტურ მდგომარეობაში.

არსებითი განხილვის სხდომებზე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კერძოდ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქმედების განხორციელებისას ბრალდებული არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ასევე სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არ დადასტურდა ბრალდებულის შეურაცხადობა, ქმედების ჩადენის დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო  დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ და მოძალადე ქმარს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics