|
2018-04-27 15:24:27, 1768 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმის ბრიტანელი ექსპერტები თბილისში იმყოფებიან
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატების მოწვევით, თბილისში დიდი ბრიტანეთის წამყვანი ექსპერტ-კრიმინალისტები ჯეისონ პეინი-ჯეიმსი და სიუ კარმი იმყოფებიან. როგორც ჯეიმსმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ნივთმტკიცებები ამ დრომდე არ მიუღიათ. "ჩამოვედით ბრიტანეთიდან დაცვის მხარის მოთხოვნით. ჩვენი სურვილია კვლევა წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ დრომდე არ მოგვეცა საშუალება ნივთმტკიცებები გვენახა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხერხდება მტკიცებულებების გადმოცემა. ორიენტირებულები ვართ, რომ დაიდოს მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა", - განაცხადა მან. კიდევ ერთი ექსპერტის თქმით, საუბარი შედეგებზე ჯერჯერობით ნაადრევია. "უნდა განვიხილოთ მასალები. ჯერ არის საქმის გაცნობის ეტაპი. მივიღეთ ინფორმაცია და გავაგრძელებთ მუშაობას", - დასძინა სიუ კარმიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)