|
2018-04-27 12:51:13, 1693 ნახვა
საზოგადოება
„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოიყენოს მექანიზმები, რათა ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობები დაუსჯელი არ დარჩეს“
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა. ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობას. „აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და მექანიზმები, რათა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები, ასევე სხვა ასეთი მრავალი შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩეს. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებზე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ქალთა მიმართ ძალადობის და თანასწორობის საკითხებზე, შრომის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე. ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)