2018-04-27 09:58:45, 1855 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში ჩამოდის
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს
“მიტჩელი ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩავა. ის სიტყვით გამოვა NATO-საქართველოსფორუმზე, ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიტჩელი ასევე შეხვდება აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს და აშშ-ის სახელით მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს სწრაფვას, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მოახდინოს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მიტჩელის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ამავე ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინასა და ბრიუსელსაც ეწვევა.
ავტორი: ,