08:23 - 01 May, 2026
|
2018-04-26 22:51:03, 1683 ნახვა
სამართალი
თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი უკვე საქართველოში ჩამოასვენეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი თქმით, სტამბოლში საქართველოს საკონსულო და კონსული მუდმივ კავშირზე იყვნენ ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთში საქართველოს მოქალაქე ლუხუმ ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ მოკლულის ახლობელმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მისივე ცნობით, ჯანჯარია ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. იგი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. მოკლული ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)