|
2018-04-26 18:27:44, 2081 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო. „თითოეულ გადმოსვენებულს აქვს თავისი გმირობის ისტორია, ყოველი მათგანი გამორჩეული ადამიანი იყო. თითოეული მათგანი თავისი ნებით წავიდა ომში, წავიდნენ სამშობლოს დასაცავად და 25 წლის განმვლობაში ოჯახებმა არ იცოდნენ სად იყო მათი საფლავები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს გულისხმიერებისთვის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი დაუბრუნდეს ოჯახს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)