|
2018-04-26 10:15:42, 1442 ნახვა
სამართალი
შიდა ქართლში უკანონო სახერხი დანადგარები ამოიღეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარების ფუნქციონირებისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში კი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებული იყო 32 ერთეული უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის სამასალე მორი. ასევე ფიჭვის სახეობის 26 ერთეული დაუფირნიშებელი სამასალე მორი კი ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული ტრანსპორტირების მიზნით. სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავებისა და ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევების გამო, რაც, ჯამში, 5000 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. სახერხი დანადგარი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)