|
2018-04-25 15:20:25, 1413 ნახვა
საზოგადოება
„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას იწყებს
თბილისის მერია პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით იწყებს პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა. „ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ არის მოთხოვნის შესაბამისი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვიწყოთ ეს კონკრეტული პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების გადამზადებას. ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში გადავამზადებთ მსურველებს. ასაკი შეზღუდული არ არის, 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროექტში. მთავარია, რომ მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სასწავლო კურსებს თბილისის მერია დააფინანსებს. „შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. რეგისტრაცია 4 მაისამდე გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში. რაც მთავარია, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს პროფესიულ გადამზადებაში. ეკონომიკა ვითარდება, ბაზარი იზრდება და დამკვეთის მხრიდანაც დიდია მოთხოვნა. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური, მეტი პროფესიონალი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)