|
2018-04-25 13:47:53, 1721 ნახვა
საზოგადოება
„აგარის შაქრის“ თანამშრომლები 1 მაისიდან ხელფასს მიიღებენ
კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები 1 მაისიდან ხელფასს მიიღებენ, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროფესიული კავშირებიდან აცნობეს. როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება. "რამენიმე წუთის წინ აგარის ქარხნის ხელმძღვანელების, პროფკავშირების და ბიზნეს ომბუდსმენის შეხვედრა დასრულდა. შეთანხმების თანახმად - 1 მაისიდან კომანია აგარის ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ისინი ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდებიან ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ, სხვები კი ქარხნის სრულ დატვირთვამდე, რასაც შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას. გეგმა მოქმედებს 31 დეკემბრამდე, წლის ბოლომდე ქარხნის მეპატრონემ უნდა დადოს საწარმოს დატვირთვის და შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლები 6 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას ითხოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)