11:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 18:03:59, 468 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველომ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლიდან საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს.

ამის შესახებ ლატვიის პრემიერმა რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ კრიტერიუმები და მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რაც მათ წინაშე დგას. თუ წლის ბოლოს ევროკომისია თავის დადებით გადაწყვეტილებას დადებს, მაშინ წლის ბოლოს საქართველო და უკრაინა შემდეგ წელს სავარაუდოდ უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით. ამ გადაწყვეტილებას კომისიის მხრიდან კიდევ ერთი შეფასება და კიდევ ერთი ანალიზი სჭირდება. შემდეგი წლის დასაწყისიდან საქართველო ალბათ შეძლებს უვიზო რეჟიმით სარგებლობას“,  - განაცხადა ლაიმდოტა სტრაუიუმამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics