14:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 11:30:33, 1486 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანი წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა. 

თბილისის მერის თქმით, კახა გულედანს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის  კარგი გამოცდილება აქვს.

„მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც სამგორის რაიონის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა გულედანი 2016 წლიდან დღემდე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. იყო ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი კანდიდატურა საკრებულოში დღესვე გადაიგზავნება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics