13:39 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 12:56:49, 1476 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაცია გრძელდება

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას აგრძელებს. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ნოტარიუსობის მსურველებს 27 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მსურველები ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტს ჩააბარებენ, მეორე ეტაპზე კი ისინი პროფესიულ ტესტირებას გაივლიან.

გამოცდებზე რეგისტრაციისათვის  დაინტერესებულმა პირებმა მისამართზე - trainingcenter@tcj.gov.ge - ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი; CV; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე; გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე http://tcj.gov.ge/ka/news/436/ 

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 31 მარტის  №68 ბრძანებით, მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics