|
2018-04-23 17:05:16, 1949 ნახვა
საზოგადოება
დანიაში ქართული ღვინო წარადგინეს
ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს გამართულ ყოველწლიურ ღვინის გამოფენაზე ,,Copenhagen Wine Fair'' იყო წარმოდგენილი. გამოფენას დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გიგი გიგიაძე დაესწრო. ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ღვინის კულტურაზე და დანიაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და დივერსიფიკაციის მიზნით. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციაც მოეწყო. გამოფენას 200-მდე მცირე და საშუალო იმპორტიორი ეწვია. მის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარი დანიაში ღვინის იმპორტის სპეციფიკის თაობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების 15 სახეობის პროდუქცია: ,,მეღვინეობა ვაზიანი'', ,,ბრუალე/ქაპ ჯორჯია'', ,,მოსმიერი'' და ,,წინანდლის ძველი მარანი". საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში გასული წლის ბოლოს ღვინის იმპორტიორი კომპანიის ,,The Easy Company Aps'' მფლობელსა და დანიიის ღვინის იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სვენდ ლეთ მულერს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო დანიაში ქართული ღვინის შეტანის შესაძლებლობები და ღვინის ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის პირობები, რის შემდეგაც დაიგეგმა ქართული ღვინის წარდგენა ზემოთ აღნიშნულ გამოფენაში, რათა ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი დანიის საექსპორტო ბაზარზე.
(NS)
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)