13:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 15:04:14, 1433 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N109 ბაგა-ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში გააგრძელა

ავარიულობის გამო დახურული N109 ბაგა-ბაღის ფუნქციონირება განახლდა. საბავშვო ბაგა-ბაღის  731 აღსაზრდელი  იმავე უბანში მდებარე ალტერნატიულ ფართშია გადაყვანილი.  

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ბაღის ადმინისტრაციისა და კომპანია „დირსის“ წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით, ალტერნატიული ფართის მცირე ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, შენობის სამ სართულზე შეტანილია ბაგა-ბაღის ინვენტარი.
 
„დაპირებისამებრ, 23 აპრილიდან N109 საჯარო ბაღმა სრულფასოვნად შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება ალტერნატიულ ფართში. გასულ უქმეებზე შეუსვენებლად ვიმუშავეთ, რათა ბაღს დღეიდან აღსაზრდელები შეუფერხებლად მიეღო. ჯგუფებში დამონტაჟდა ვიდეო-კამერები, მიმდინარეობს უსაფრთხოების ბადეების მონტაჟიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ბავშვთა უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს კეთილმოწყობილი გარემო. მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია როგორც ბავშვებისათვის, ისე მათი მშობლებისათვის,“ - განმარტა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძემ.

N109 ბაგა-ბაღი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მისი ავარიულობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა, რომლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სააღმზრდელო პროცესი დაუყოვნებლივ შეწყდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics