19:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 13:25:20, 1805 ნახვა

პოლიტიკა
პაოლო ალი: საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განცხადებით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება.

როგორც ალიმ განმარტა, ასამბლეა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა.

ასამბლეის პრეზიდენტმა რუსეთის საოკუპაციო ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრემლი ცდილობს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია შეაჩეროს.

„2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ასამბლეამ დაუყოვნებლივ დაგმო აგრესია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. მისი აგრესია უკრაინაში, ყირიმის აგრესია - მისი მცდელობის ნაწილია, საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი. კრემლი ცდილობს შეაჩეროს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია, მუშაობს პირდაპირ ასადის რეჟიმთან და ირანთან. როგორც ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს საქართველო გახდება ნატოს წევრი. სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას“,- განაცხადა პაოლო ალიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics