12:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 11:16:11, 2346 ნახვა

მსოფლიო
სერჟ სარგსიანი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა (ვიდეო)

სერჟ სარგსიანი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის ახლადარჩეულ პრემიერსა და ოპოზიციის ლიდერს შორის აუდიენცია სასტუმრო „მარიოტში“ გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხედრა ხანმოკლე აღმოჩნდა. სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა,  რომ მას ხალხის სახელით საუბრის უფლება არ აქვს და შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. 

ფაშინიანი ქვეყნის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აქციების გაგრძელებას აპირებს, – ამის შესახებ მან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„სერჟ სარგსიანი ერევანში რაც ხდება, ადეკვატურად ვერ აფასებს. ის ხელისუფლებაში აღარ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics