2015-05-22 15:14:23, 357 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა სოფიაში გაიმართება
საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომა წელს სოფიაში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები რიგაში დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელსაც ბულგარეთი მხარს უჭერს.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან