11:05 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 10:20:57, 1436 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის OIV-ის ჩამონათვალში შეტანის საკითხი შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ  პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა წარადგინა.

სააგენტოს ცნობით, OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ,  აღნიშნული საკითხმა სამუშაო ჯგუფის  მხარდაჭერა მოიპოვა და  განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვა გაიმართება.

საფრანგეთში ვიზიტის დროს, გიორგი სამანიშვილმა ასევე შეხვედრები  გამართა OIV-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან, რომელთაც ქართული დელეგაციის წევრებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს.

2017 წელს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო),   OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.

 ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში  სულ 7 ღვინოა:  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი" და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი).

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics