19:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 20:42:35, 1632 ნახვა

კომენტარი
„ეს არის არაფრისგან სპილოს შექმნა“ - დავით მათიკაშვილი ირაკლი აბუსერიძესთან დაპირისპირებას უარყოფს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი უარყოფს, რომ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, აბუსერიძესთან კამათი სპორტის განხილვის დროს მოუვიდა. მან მედიას უსაყვედურა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა დაპირისპირების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს.

"არანაირი დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ვნახე მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაციას, თითქოს არსებობს ჩხუბის კადრები, ეს სიმართლე არაა. ჯერ უნდა გაერკვიოთ რეალურად რა მოხდა. იყო კამათი, ჩვენ ქართველებს ხმამაღალი საუბარი გვჩვევია. სპორტზე იყო საუბარი, იყო სხვადასხვა თემებზე საუბარი, მაგრამ პოლიტიკაზე ერთმნიშვნელოვნად არ იყო საუბარი. კონკრეტულ შემთხვევაში რაგბზე იყო საუბარი. საუბარს მოჰყვა ხმამაღალი საუბარი, რაზეც ჟურნალისტები ამოცვივდნენ"- განაცხადა მათიკაშვილმა.

კითხვაზე - რატომ მოუწიათ მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზში შეყვანა, მათიკაშვილმა ასე უპასუხა:

"არავის გამოვუყვანივარ. ჩემს უკან ვინ მოდიოდა არ ვიცი, უბრალოდ ჩემით გავედი. თქვენ არასწორ შეფასებას აძლევთ ამბავს. ეს არის არაფრისგან სპილოს შექმნა", - დასძინა დეპუტატმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics