02:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 16:24:58, 1515 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, უწყების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას, მის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრი  სასტარტო კაპიტალის რეფორმასა და მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებს შეეხო. 

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იგი ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ძალიან პრინციპული ინება. მისივე თქმით,  აღნიშნული პრობლემა მოსახლეობისთვის საკმაოდ მტკივნეულია  და მის გადაჭრას ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.

„ჭარბვალიანობის პრობლემა გადაზრდილია ისეთ მასშტაბში, რომელსაც სისტემური მიდგომა და  ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად,  ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს, რომლიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.  ჩვენ არათუ შევამცირებთ ჭარბვალიანობას მოსახლეობაში, არამედ გავაკეთებთ სრულფასოვან პრევენციას იმისა,  რომ ეს აღარ იყოს ასეთი სისტემური პრობლემა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ბახტაძის განცხადებით, მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემას არის არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითი.  მინისტრის განმარტებით, ჭარბვალიანობა მოსახლეობაში იმ მარტივი მიზეზის გამო დაგროვდა,  რომ სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის მიუღებელი პრაქტიკა.

როგორც  ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ახალი რეგულაციები  მნიშვნელოვან წილად შეამცირებს ჭარბვალიანობას.  მისივე თქმით, ბიზნესი  უნდა განვითარდეს, მაგრამ ამავდროულად მოქალაქეების უფლებები დაცული უნდა იყოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics