|
2018-04-18 14:34:58, 1646 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე: ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მესტიის მოსახლეობის იმ ჯგუფს ხვდება, რომელთაც "მესტიაჭალაჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. შეხვედრაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მათ მიერვე მოწვეულ დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრებიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰესის მშენებელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებიც. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეები დეტალურად ისაუბრებენ ჰესის გარემოზე ზემოქმედების, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, წყალსაცავის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით. „ ჰესების ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში იგეგმება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ავუხსნით ამას მოსახლეობას, დეტალურად ვისაუბრებთ იმაზეც, რომ აღნიშნული ჰესები არ არის რაიმე საფრთხის შემცველი გარემოსთვის და ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, რომ მოქალაქეებს არ დარჩეთ პასუხგაუცემელი კითხვები. „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობა უკვე დაწყებულია, გავლილია ყველა საჭირო იურიდიული და ტექნიკური პროცედურა წესების სრული დაცვით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მთავრობა მუდმივად მზად არის ამ საკითხზე კომუნიკაციისთვის. „მე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მესტიელებთან, პირადად არაერთხელ ვიყავი ჩასული მესტიაში და შევხვდი მოსახლეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით, მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გადის რამდენიმე საფეხურს. მე ვიცი, რის საფუძველზე გადავიდა „მესტიაჭალაჰესი“ მშენებლობის ეტაპზე და კიდევ ერთხელ, დეტალურად ავუხსნი ამას მესტიელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაციონალურად შეხედავენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. „მესტიაჭალა ჰესი1“-ის და „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მგვტს (20+30), საერთო გამომუშავებით 170 მლნ.კვტ.სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე (სხვადასხვა ეტაპებზე) 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის შემდეგ ჰესზე მუდმივად დასაქმდება 15 ადამიანი. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 1,5 მლნ ლარი შევა.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)