02:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 14:29:49, 1517 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე: თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ

„თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე პირობები იქნება წამოყენებული, მმართველ გუნდში მოლაპარაკება ვერ შედგება.

„მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, რომ დისციპლინა ვიღაცეებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაცა წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს მე ამ ადამიანების თავგასულობამ გამაკეთებინა. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელს, “ქართული ოცნებიდან” დავდიოდით და მოსახლეობასთან პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა. ეს ადამიანები ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, რომ ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics