2018-04-18 11:26:43, 1521 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
19 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერეტურა დასავლეთ საქართველოში 15, +20 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ოდნავ მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება, 19 აპრილს დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს +20 გრადუსი იქნება, ხოლო 19 აპრილს +23 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ,