|
2018-04-17 14:36:46, 1614 ნახვა
სამართალი
გახარია: მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების მომხრე ვერასდროს ვიქნებით
„ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერასდროს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არა ჰუმანური მიდგომა, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს. „ერთმნიშვნელოვნად ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერასდროს ვერ ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. ჩვენ ეს პოზიცია გვექნება დაფიქსირებული ყველგან, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი მიდგომა რომ ერთი კონკრეტული მძიმე და ტრაგიკული შემთხვევების ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილება. ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ასეთ აქცენტებს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართვა არის რთული პროცესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)