|
2018-04-17 13:33:04, 1457 ნახვა
სამართალი
აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, მათ შორის, 186 ფიზიკური პირია, ხოლო იურიდიული პირი - 9. „2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 2574 ლარი შეადგინა. ხოლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 243 450 ლარი დაეკისრათ. იურიდიული პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის ოდენობამ 1174 მ3 შეადგინა, ხოლო ფიზიკურ პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის გარემოში დაბრუნება მოხდა, მოპოვების ადგილის მიხედვით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)