|
2018-04-16 18:44:50, 2268 ნახვა
სამართალი
ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ჩანს, შსს-მ გამოძიება დაიწყო
ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, 3 ცეცხლსასროლი იარაღი ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ბელიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. მათ კონფლიქტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. „რაც გააკეთეს ბელიაშვილზე მცხოვრებმა მამაკაცებმა, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მე და შავპერანგიანები ამაზე ბოდიშს არ ვიხდით. ჩვენც ჩავერევით, ჩვენც დავიცავთ ჩვენს ბავშვებს და ქალებს და გავცემთ პასუხს ნებისმიერ მიგრანტს, რომელიც არ დააფასებს დღის წესრიგს, რომელიც ამ ქვეყანაში საუკუნეებია არსებობს“, - განაცხადა ვიდეო მიმართვაში „ეროვნული ერთობის“ წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)