09:08 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-15 15:26:01, 1683 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: კვირაცხოვლობა განსაკუთრებული დღეა, ის არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა

კვირაცხოვლობის დღესასწაულთა დაკავშირებით, სხვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„კვირაცხოვლობა არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა, ეს არის განსაკუთრებული დღე,  ამას უწოდებენ თომას კვირიაკეს. თომა მოციქული იყო პირველი მოციუქული, რომელმაც აღიარა უფალი, როგორც ღმერთი“,-ბრძანა ილია მეორემ.

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. ამ დღეს ქრისტიანები თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს იხსენებენ.

ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, თომა  პასუხობდა : „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ“ აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი. ამის შემდეგ თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“თომამ ქრისტეს აღდგომა და ღვთაებრიობა ირწმუნა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics