|
2018-04-15 10:04:53, 1972 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული, მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი. „პოლიციის მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებული ვ.ბ. წარსულში ნასამართლევია. 2015 წელს ვ.ბ სასამართლომ ოჯახში ძალადობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო. ის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა. თუმცა ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა“,-განცხადა მეზვრიშვილმა. მისივე თქმით „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან“. შეგახსენებთ, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)