09:08 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-15 09:57:26, 1480 ნახვა

საზოგადოება
კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის,  კახა კალაძის ინიციატივით,  ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა. 

მატჩი დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებთან შედგა. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა,  პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის და საკრებულოს წევრებმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღეს. თამაში ფრედ დასრულდა. 

“ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა.

დედაქალაქის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით 10 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics