|
2018-04-14 16:02:12, 1831 ნახვა
სამართალი
ოჯახის ინფორმაციით, ბარნოვზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია, - ამის შესახებ გარდაცვლილის ბებიამ მერი გობაძემ განაცხადა. როგორც გობაძემ აღნიშნა, მკვლელობის დროს სახლში გარდაცვლილის შვილებიც იმყოფებოდნენ. "ეგ ციხიდან გამოსაშვები იყო? მაგას რა უნდა გარეთ? როგორ იკადრა, რომ შვილებს - 3 წლის და 6 წლის ბავშვებს, დედი სიკვდილი აყურებინა. არ ვაპატიებ მაგას. ხომ იცოდა პოლიციამ, რომ ასეთი მდგომარეობაა, მისამართიც იცოდნენ - რატომ არ დაუდგნენ დასაცავად? როგორც ჩემი შვილისგან ვიცი, პოლიციელი იყო წარსულში, ზუსტად რა თანამდებობა ჰქონდა, არ ვიცი", - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ. ამასთან, ოჯახის ნათესავის თქმით, მკვლელი ოჯახზე სისტემატურად ძალადობდა. "დაურეკა გარდაცვლილის დედას და შერიგება სთხოვა, თუმცა როდესაც უარი მიიღო, შვილების მოკვლით დაემუქრა", - აცხადებს ნათესავი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თავდამსხმელი ამ დრომდე იძებნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)