|
2018-04-14 11:38:37, 1857 ნახვა
მსოფლიო
„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ - ნატო სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მხარს უჭერს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მხარს უჭერს, - შესაბამისი განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მუდმივად გმობს. მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის იარაღის გამოყენება საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. "ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ნატო ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს როგორც საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი და მიიჩნევს, რომ „ქიმიური იარაღის კონვენციის“ დაცვა არსებითია. ეს საჭიროებს კოლექტიურ და ეფექტურ რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცადებაში. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)