00:26 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 11:44:53, 1464 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს შანხაის იმპორტის გამოფენაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს ჭუნ შანს  შანხაის იმპორტისსაერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა .

გამოფენა 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.

 შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა და ჩინეთის კომერციის მინისტრს შორის ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 „შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთანპირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია ერთობლივი სამთავრობოთაშორისო კომისიის ჩასატარებლად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics